ყველა შეძრწუნებული ვართ იმ კადრებით, რომლებსაც ყოველ ღამე სიახლეებში ვხედავთ. თუმცა, მოდი ჩვენს თავთან გულწრფელები ვიყოთ – 1300 რაკეტა, რომლებიც რუსეთმა უკრაინულ ქალაქებს ომის პირველ ორ თვეში ესროლა, €7.7 მილიარდი ღირს. ბევრია. თუმცა, ამავდროულად, ევროპამ რუსეთში €44 მილიარდი გაგზავნა საწვავისთვის... რა თქმა უნდა, რუსებს სწყინთ, რომ კარგავენ ჯარისკაცებს, აღჭურვილობას, ტანკებს, თვითმფრინავებსა და ამ ყველაფერს, თუმცა ისინი ამბობენ: "ამ ომისთვის გადახდა მაინც არ გვიწევს. ევროპა ფულს გვიგზავნის. ომისთვის ისინი იხდიან". არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეხედავ ამას, ჩვენი ხელები სისხლშია გასვრილი, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ ომს. უნდა შევწყვიტოთ ჩვენი თავის მოტყუება. ამჟამად, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ტექნოლოგია, რაც საჭიროა წიაღისეული საწვავის უკან მოსატოვებლად.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
შვარცენეგერი ევროპასა და რუსულ რესურსებზე: ხელები სისხლში გვაქვს გასვრილი, ომს ვაფინანსებთ
tbl.ge/61iu
დაკოპირდა

მიმართა ევროპის ლიდერებს მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა რუსული ბუნებრივი რესურსების შესყიდვასა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
- უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
- სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
- უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
- სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა




