20 ივნისი

სირცხვილიამ პრეზიდენტის მიწვევა მიიღო და თავადაც მიიპატიჟა

ორგანიზაცია სირცხვილიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევა მიიღო, რომელმაც 16 ივნისს ყველას ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ".- აღნიშნულია სირცხვილიას განხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილმა სირცხვილიას 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორისგან უარი მიიღო.

"არა და არასოდეს"- დაწერა შოთა დიღმელაშვილმა FACEBOOK-ზე. 

კომენტარები