რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: დანგრეულ საწყობებში 300 ათას ტონამდე მარცვლეული განადგურდა

მარცვლეულის ჩატვირთვა ოდესის პორტში, 2021 წელი
Elena Larina/Shutterstock

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის თქმით, რუსული დაბომბვის შედეგად საწყობებში 300 000 ტონამდე მარცვლეული განადგურდა

ვისოცკიმ უკრაინულ ტელეარხზე საუბრისას თქვა, რომ მონაცემების მიხედვით, 24 თებერვალს, უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტერმინალში, შავი ზღვის პორტში, ნიკოლაევში, 250 ათასიდან 300 ათას ტონამდე ხორბალი და სიმინდი იყო დასაწყობებული.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ადამიანური მსხვერპლისა და მილიონობით უკრაინელის ლტოლვილად გახდომის გარდა, მსოფლიო ეკონომიკა სტაგფლაციის რისკის წინაშე დააყენა. ასევე, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი შიმშილისა და სიღარიბის უპრეცედენტო საფრთხეს ქმნის. 

გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

პორტების განაღმვისთვის დახმარებას უკრაინა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იმ პორტების განაღმვის საუკეთესო გარიანტიაა, რომლებითაც უკრაინული საკვები პროდუქტის ექსპორტი უნდა განხორციელდეს.

კომენტარები