საქართველო-ევროკავშირი

წულუკიანი: მგონია, EU მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები. ეს ის ადამიანები არიან, ვინც აგრძელებს ევროპის ფუძემდებელი მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიმართებაში ძალიან მალე ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს თავის დროზე. 

[...] მგონია, რომ ევროკავშირი მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ეკუთვნის ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, კიდევ ბევრ რეფორმას გავატარებთ. არათუ ჩვენს მსგავს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის წევრ სახეlმწიფოებშიც კი რეფორმები არის საჭირო და ეს რეფორმები უნდა გატარდეს.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. 

კომენტარები