რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერბეთი შოლცის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციებს არ უერთდება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მოწოდება სერბეთის ევროკავშირის სანქციების შეერთებაზე უარყო. 

დასავლეთ ბალკანეთში ორდღიანი მოგზაურობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ სერბეთი, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, ევროკავშირის ბლოკსა და ალიანსის მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს. 

თუმცა, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა სანქციების ეფექტიანობის და რომ სერბეთი, რუსეთთან განსაკუთრებით ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, რთულ მდგომარეობაშია.

"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ამაზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ჩვენ გვახსოვს სანქციები [სერბეთის წინააღმდეგ] და არ ვფიქრობთ, რომ სანქციები ეფექტიანია". - თქვა ვუჩიჩმა. 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 10 ივნისს დასავლეთ ბალკანეთში ორდღიან ტურზე გაემგზავრა. მთავრობის ცნობით, ვიზიტის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი კამპანიის გააქტიურება, რეგიონული დაძაბულობის განმუხტვა და ისეთი კონკურენტული ძალების გავლენის თავიდან აცილებაა, როგორიც რუსეთია. 

კომენტარები