რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი კიევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი
BBC

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან შესახვედრად გაემგზავრა, რათა კიდევ ერთხელ განეხილათ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"სამუშაო ვიზიტი შედგა ამ კვირაში, რათა თავდაცვის მდივანს მიეცეს საშუალება, უშუალოდ გაიგოს, თუ როგორ ვითარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული საჭიროებები, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ხასიათი კვლავ იცვლება". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დიდი ბრიტანეთის განცხადების მიხედვით, უკრაინელმა და ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა ასევე განიხილეს უკრაინაში შემდგომი სამხედრო დახმარების საჭიროებები.

კომენტარები