დემოკრატიის ინდექსი

დემოკრატიის აღქმის ინდექსი: 52 ქვეყნიდან 31 რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა

დემოკრატიის აღქმის ინდექსის (DPI) მიხედვით, გამოკითხული 52 ქვეყნიდან 31 რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა. კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა, რომ ქვეყნებმა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა უკრაინაში შეჭრის გამო უნდა შეწყვიტონ, გამოკითხული 52 ქვეყნიდან 31-ში მოსახლეობა ურთიერთობების გაწყვეტას უფრო ემხრობა.

DPI არის ყოველწლიური კვლევა, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას, რომელიც ჩატარდა Lotana-ს მიერ დემოკრატიულ ალიანსთან თანამშრომლობით. 2022 წლის გამოცემა ეხება გლობალური COVID-კრიზისის შემდგომ მოსახლეობის დამოკიდებულებას დემოკრატიის მიმართ. შედეგები ეფუძნება ეროვნულ წარმომადგენლობით ინტერვიუებს 53 ქვეყნიდან 52 785 რესპონდენტთან, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 30 მარტიდან 10 მაისამდე შუალედში.

ანგარიშის მიხედვით, ადამიანების 90%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიისთვის სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და თანაბარი უფლებები მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი კმაყოფილია მათ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობით. მნიშვნელოვანია, რომ თუ ხალხი უკმაყოფილოა, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მეტი დემოკრატია სურთ, არანაკლებ 41%-ისა. მოსახლეობის მიხედვით, მათ ქვეყანაში არ არის საკმარისი დემოკრატია. უკმაყოფილება არ შემოიფარგლება მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნებით, არამედ ტენდენცია გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ევროპაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციით გამოირჩევიან". - წერია ანგარიშში.

2022 წელს გამოკითხული დემოკრატიული ქვეყნებიდან ამერიკელების 32% მიიჩნევს, რომ არ აქვთ სიტყვის თავისუფლება, 31%-ის მიხედვით მათ არ აქვთ სამართლიანი არჩევნები, ხოლო 42%-ის თქმით, თანაბარი უფლებები არ აქვთ.

ომი და ძალადობრივი კონფლიქტი ამჟამად განიხილება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა, რასაც მოჰყვება სიღარიბე და შიმშილი, COVID-ი და კლიმატის ცვლილება. ეროვნულ დონეზე, ადამიანების უმეტესობას სურს, რომ მათმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება გაამახვილონ სიღარიბის შემცირებაზე, კორუფციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამასთან ერთად, აღნიშნული მონაცემები დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 30% ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიოში, ადამიანების მხოლოდ 14% თვლის, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მათი მთავრობის სამ მთავარ პრიორიტეტს შორის უნდა იყოს.

ამასთან ერთად, 46% ამბობს, რომ ევროკავშირი, აშშ და NATO ძალიან ცოტას აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უკრაინის დახმარებას უჭერს მხარს. გლობალურად თითქმის ნახევარი (46%) ამბობს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები და NATO ძალიან ცოტას აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად რუსეთის შემოჭრის დროს, ხოლო 43%-მა აღნიშნა, რომ ისინი საკმარის აკეთებენ და მხოლოდ 11%-მა მოიწონა დასავლეთის ქმედებები.

კომენტარები