ელექტოენერგია

იაპონია ოკეანეში გიგანტურ ტურბინას ჩაძირავს, რომელიც უსაზღვრო ენერგიის მოპოვებას შეძლებს

science alert

იაპონია ოკეანეში გიგანტურ ტურბინას ჩაძირავს, რომელიც უსაზღვრო ენერგიის მოპოვებას შეძლებს. ინფორმაციას science alert-ი ავრცელებს.

განვრცელებული ინფორმაციით, ოკეანის ტალღების სიღრმეში დიდი ენერგიის წყარო იმალება. მის მოსაპოვებლად იაპონელმა ინჟინრებმა სპეციალური მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც შეუძლია ძლიერ ოკეანურ დინებებს გაუძლოს და მისი წყლის ნაკადები ენერგიად გარდაქმნას.

კომპანია IHI Corporation-ი ამ ტექნოლოგიაზე დიდიხანია მუშაობს. ამასთან ერთად, 2017 წელს დიზაინის ტესტირებისთვის თანამშრომლობა იაპონიის ახალი ენერგიისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიების განვითარების ორგანიზაციასთან დაიწყო.

აღნიშნული მოწყობილობა მიმოქცევის ენერგიაზე მუშაობს, რომელიც ზღვის სიღრმეში ჩადის და ტალღები ამოძრავებენ მის პროპელერებს, მათი მოთძრაობის შედეგად ენერგია გენერირდება, რომელიც შემდეგ ელექტროენერგიად გარდაიქმნება.

კომენტარები