პუტინისტების აქცია

ლიტვის საელჩოსთან 4 ორკი დააკავეს, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი

"არა ბილწ ევროკავშირში შესვლას". - ლიტვის საელჩოსთან პუტინისტებმა აქცია გამართეს. საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორკებმა ევროკავშირისა და LGBT დროშები დახიეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა 4 პუტინისტი დააკავეს, მათ შორის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებიდან მიღებულ განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პუტინისტური დაჯგუფების წევრებმა 6 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანანაც გამართეს აქცია, სადაც პოლიციამ 7 ორკი დააკავა, დაკავებულთა შორის პუტინისტების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილიც იყო.

კომენტარები