გაოცებული ვარ მოლაპარაკებებით, რომელსაც ამ მომენტში კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი მაკრონი პუტინთან აწარმოებენ. ეს მოლაპარაკებები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ იმ ადამიანის ლეგიტიმაციას ახდენენ, ვინც რუსული ჯარის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში არის პასუხისმგებელი. ის ამაში არის პასუხისმგებელი. მან მიიღო იქ ჯარისკაცების გაგზავნის გადაწყვეტილება. ხელმძღვანელები მას ექვემდებარებიან, ვლადიმირ პუტინს. ვინმე ასე ელაპარაკებოდა ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმემ თქვა, ჰიტლერს სახე უნდა შევუნარჩუნოთო? რომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, ჰიტლერისთვის დამამცირებელი არ იყოსო? ასეთი რამ არ მსმენია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დუდა: მაოცებს პუტინთან მაკრონისა და შოლცის მოლაპარაკება, ჰიტლერს ვინმე ასე ესაუბრებოდა?
tbl.ge/619m
დაკოპირდა

თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ Bild-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება
- პუტინი: ვინარჩუნებთ სტრატეგიულ უპირატესობას, უკრაინული დრონების იერიშები ამას ვერ შეცვლის
- სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა




