გერმანია

ბერლინში ავტომობილი ხალხში შევარდნას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა

ბერლინში ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩაზე მაღაზიის წინ ავტომობილი ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

ადგილობრიცი პოლიციის ცნობით, მანქანის მძღოლი ადგილზე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია ინციდენტი შემთხვევითი იყო თუ წინასწარ დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის გადაუდებელი სამუშაოების 130-მდე თანამშრომელი მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც 2016 წელს საშობაო ბაზრობაზე, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა და 12 ადამიანი მოკლა.

კომენტარები