რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეიქმნება "მწამებელთა წიგნი", რომელიც ომის დამნაშავეებს პასუხს აგებინებს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე "მწამებელთა წიგნი" შეიქმნება. 

"ეს არის კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებმაც უკრაინელების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულები ჩაიდინეს.

ეს "მწამებელთა წიგნი" არის არა მარტო ომის დანაშაულების ჩამდენი საოკუპაციო ძალის ჯარისკაცების, არამედ მათი მეთაურების პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც. მათი, ვინც ბრძანებები გასცეს, მათი, ვინც შესაძლებელი გახადეს ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ჩაიდინეს -  ბუჩაში, მარიუპოლში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა თემში, სადაც შეაღწიეს". - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის ინფორმაციითვე, ამ წიგნის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია.

გასულ თვეში, უკრაინაში გაასამართლეს პირველი რუსი ჯარისკაცი, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა. 21 წლის ჯარისკაცს შეუიარაღებელი მოქალაქის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, ოფისი რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის თითქმის 6 000 საქმეს იძიებს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები უკრაინაში ომის დანაშაულებს არ სჩადიან. 

კომენტარები