უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკთან თავდასხმის შედეგად Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, დაიღუპა.
"რეპორტიორების გადაადგილების დროს Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, როდესაც სევეროდონეცკისკენ მიმავალ გზაზე მათ ცეცხლი გაუხსნეს. ისინი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მიწოდებული ავტომობილებით მოძრაობდნენ, რომელსაც სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი მართავდა. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა". – თქვა Reuters-ის წარმომადგენელმა.
ქალაქ სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქში, ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი თავდაცვითი პოზიციების დაბომბვა 3 ივნისსაც გრძელდებოდა, რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქში საჰაერო იერიშიც მიაქვს.