დასავლეთი და რუსეთი

ლავროვი: დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობისა და ყველაფერი რუსულის განადგურებისკენ

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც რუსეთსა და სლავებს უკავშირდებათ.

"ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში, კვლავ ამერიკელთა ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენთვის მეტად სამწუხაროდ, აღებულია მართლმადიდებლობის განადგურების კურსი. თქვენ იცით, რა დივერსიული მოქმედებები ხდებოდა უკრაიანში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, სადაც შექმნეს ქვესტრუქტურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის [ავტოკეფალური] სახელწოდებით. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ გაანადგურონ სირიის მართლმადიდებლური ეკლესია, იგივე ეხება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

ეს არის გააზრებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, რომელიც ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, რაც დაკავშირებულია სლავებთან და მართმადიდებლობასთან". - თქვა ლავროვმა.

კომენტარები