რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვენედიქტოვა: უკრაინა ბავშვების რუსეთში დეპორტაციას გამოიძიებს, როგორც სავარაუდო გენოციდს

Mikhail Palinchak/SOPA Images/Getty Images

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, პროკურორები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებენ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციას გამოიძიებენ და ზემოხსენებულ შემთხვევებზე გენოციდის საბრალდებო ოქმის შედგენას შეეცდებიან.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კონფლიქტის დროს მოქალაქეების იძულებითი მასობრივი დეპორტაციის შემთხვევებს ომის დანაშაულად განიხილავს. "ბავშვების იძულებით გადაყვანა" კი გენოციდად კვალიფიცირდება, რაც ჟენევის კონვენციის მიხედვით ყველაზე სერიოზულ ომის დანაშაულად ითვლება. კონვენციის მიხედვით, გენოციდი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფების სრულად ან ნაწილობრივ განადგურებას ისახავს მიზნად.

ვენედიქტოვას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ადამიანების იძულებით გადაყვანის 20-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

"ომის პირველი დღეებიდან, ჩვენ დავიწყეთ გენოციდის ამ შემთხვევის შესწავლა". - უთხრა ვენედიქტოვამ Reuters-ს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად შექმნილი ქაოსისა და დესტრუქციის ფონზე, ძალიან მნიშვნელობანია ბავშვების გატაცებაზე ფოკუსირება, როგორც გენოციდის შემთხვევის იურიდიულ დეფინიციაზე: "სწორედ ამიტომ ბავშვების იძულებით გადაყვანის შემთხვევბის [გამოძიება] ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ვენედიქტოვამ იძულებით გადაყვანილი ადამიანების ზუსტი რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა. თუმცა, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მაისში განაცხადა, რომ რუსეთმა კონფლიქტის დროს 210 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გადააადგილა. მისივე ცნობით, 1.2 მილიონი უკრაინელი კი მათი სურვილის წინააღმდეგ გადაადგილეს.

კომენტარები