რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, სიაში მოხვდა ზახაროვაც

მარია ზახაროვა
RIA

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვაც. 

ასევე, სანქცირებულ პირთა შორის არიან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი, ვიტალი საველიევი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა მონაკოში დაფუძნებული იახტების კომპანია Imperial Yachts-იც, რომელსაც მოსკოვში დაბადებული ევგენი კოჩმანი აკონტროლებს. ეს კომპანია რუს ოლიგარქებს ემსახურება.

კომპანიებისა და კერძო პირების გარდა, სანქციები შეეხო რამდენიმე იახტასაც, რომელთაც რუსული ელიტები იყენებენ. 

კომენტარები