მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი: უნდა გამოვიდეთ ძველი კლიშეებიდან, როცა განსხვავებული აზრი ხალხს აშინებდა

მე მოქალაქე ვარ ამ ქვეყნის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და არათუ ევროპულ ოჯახს, მე საერთოდ სასუფევლის მოქალაქეობას ვქადაგებ. ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი იყოს ცხოვრება, ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

ვფიქრობ, ამ პროცესს [ევროინტეგრაციის] ძალიან აზიანებს ის გაუგონარი დაპირისპირება, რაც ქვეყნის შიგნით არის. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლარიზება, ეს დაპირისპირება, ასეთი დაუნდობლობა და მიუღებლობა, რაც საზოგადოებაში და ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ეს პოლიტიკურ ჯგუფებში იქნება თუ ადამიანებს შორის ან ნებისმიერი, ეს კარგად არაფერს მოიტანს.

ალბათ უფრო პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს მედიას. თავისუფალი საზოგადოება მედიის გარეშე რომ არ არსებობს, გასაგებია. უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გამოვიდეთ იმ ძველი კლიშეებიდან, როდესაც განსხვავებული აზრი ადამიანებს აშინებდა და აფრთხობდა.

ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები