რაც შეეხება ამ ცარიელ სკამსა და სახელსა და გვარს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ სანდრო გირგვლიანსა და მის ოჯახს, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობაზე. პატრონაჟი და პროტექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ EPP-ს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება.
tbl.ge/60ye
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 31 მაისს როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 2022 წლის კონგრესზე, პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი კი დარბაზში ცარიელი იყო.
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: ევროპა სანქციებს არ აწესებს ქველმოქმედებისთვის, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა
- ბოკერია EPP-ზე: გვყავს ხელისუფალი, რომელიც ეჭვმიტანილია ქმედებებში, რაც სანქცირებას იმსახურებს
- კობახძე EPP-ზე: ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო წევრები არიან, გავლენა აქვთ
- EPP-ს რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს – RFE/RL
- კობახიძე EPP-ზე: სამწუხარო პრინციპი მოქმედებს – "ვიღაც არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭი"