ტრეილერი

პინოქიოს პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია დისნეიმ პინოქიოს პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ცნობილი ზღაპრის ახალ ადაპტაციაში ერთ-ერთ მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს.

მომავალი ფილმი კარლო კალოდის ზღაპრის ეკრანიზაციაა. ჰენქსი ხის ბიჭუნას მამის, ჯუზეპეს როლს ასრულებს. Disney-ს ფილმში ასევე მონაწილეობენ სინტია ერივო(ფერია), ჯოზეფ გორდონ-ლევიტი(ჯიმინი), ლუკ ევანსი(სტრომბოლი). პინოქიო რობერტ ზემეკისმა გადაიღო, ოსკაროსანი რეჟისორი და ჰენქსი 1994 წლის შემდეგ (1994 წელს ჰენქსმა ზემეკისის ფორესტ გამპში მთავარი როლი შეასრულა) ერთად პირველად მუშაობენ. 

პინოქიოს პრემიერა სტრიმინგის სერვისზე Disney+ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გაიმართება. 2022 წელს კალოდის ზღაპრის კიდევ ერთი ეკრანიზაცია გამოვა, რომელიც ასევე ოსკაროსანმა გილერმო დელ ტორომ გადაიღო.

კომენტარები