ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

fb/ჩემი ქალაქი მკლავს

თბილისში ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპედი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

 

კომენტარები