ენმ

მელია: რომ არა უდუმაშვილი, პარტიის არსებობა 2017-ში კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება, დამდგარიყო

ახლა ისევ ბრძოლის სხვადასხვა ხაზი გვექნება, თუმცა მიზანი კვლავ იგივე და დარწმუნებული ვარ, სწორი და რაციონალური ბრძოლით ამ მიზანთან ჩვენ ყველანი ერთად მივალთ იმაზე ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ამიტომ, როგორც თანამებრძოლს, როგორც მეგობარს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ზალიკო უდუმაშვილს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 2017 წლისთვის. შეიძლება, გარედან არ ჩანდა, რა გამოწვევის წინაშე ვიდექით, მაგრამ მერწმუნეთ, კარგად მახსოვს ის პერიოდი და მოყოლებული 2017 წლიდან დღემდე, იმ ბრძოლისთვის, რომელსაც დაუღალავად ეწეოდა ზალიკო.

თუმცა, მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც იგი ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რამე არის ასევე დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და დიდი მადლობა ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე. ბევრს ხშირად ავიწყდება და როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება, დამდგარიყო - დიდი მადლობა ამისთვის და არა მხოლოდ ამისთვის.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ზალიკო უდუმაშვილზე, რომელმაც დღეს, 29 მაისს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება.

კომენტარები