რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის კლინიკებში რუსი სამხედროების გარდა სხვა პირებს აღარ იღებენ – უკრაინა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ საავადმყოფოებს უბრძანა, უარი ეთქვათ სამოქალაქო პაციენტების მიღებაზე, რათა რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლები გაეთავისუფლებინათ

ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სისხლის დონაცია მზარდი ტემპით გროვდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები