რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრატჩუკი: ახლა იმდენი HARPOON გადმოგვეცა, რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა შეგვიძლია

HARPOON
UNIAN

"ახლა მიღებული რაკეტები (Harpoon) უკვე საკმარისია რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ზღვის ფლოტის ჩასაძირად. რატომაც არა? ".- ამბობს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი.

მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას Harpoon-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა. 

"ერთ რაკეტას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პატარა გემს ან ნავს. მაგალითად, სპარსეთის ყურეში Harpoon-ის რაკეტებით ჩაიძირა ორი ირანული ხომალდი".- ამბობს ბრატჩუკი. 

ბრატჩუკმა აღწერა როგორ მუშაობს Harpoon რაკეტები:

"რაკეტა ეშვება ზღვის დონიდან 15 მეტრის სიმაღლეზე და შემდეგ ახორციელებს მარშის ფრენას. შემდეგ ეშვება 2 მეტრამდე და ხვდება მიზანს"- თქვა მან. 

Harpoon ამერიკული წარმოების მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა. 

კომენტარები