რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

УПЦ

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკლესიის კრებამ მიიღო. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება არ დაეთანხმა ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას და შეიტანა ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში.

"კრება გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების – "არა კაც კლა!" – დარღვევას და თანაუგრძნობს ყველას, ვინც ომში დაზარალდა". – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეკლესიამ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები