რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჩვენ ერთად უნდა განვბლოკოთ პორტები" – ზელენსკი დრაგის ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი

იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სასურსათო კრიზისის დასაძლევად რუსეთის მიერ უკრაინული პორტების განბლოკვაზე ისაუბრეს.

საუბრისას დრაგიმ უკრაინის პრეზიდენტს იტალიის მთავრობის მხარდაჭერა, ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"სატელეფონო საუბრისას ყურადღება გამახვილდა უკრაინაში განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონზე". - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

ასევე, ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ იტალიისგან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან თავდაცვის შემდგომ მხარდაჭერას ელის.

"წამოვჭერით საწვავის მიწოდების საკითხი, ასევე, სასურსათო კრიზისის პრევენციის გზები. ჩვენ ერთად უნდა განვბლოკოთ პორტები". - წერს ზელენსკი. 

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ მარცვლეულის მიწოდებას ხელი შეუშალა, რომელიც როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. უკრაინელი მაღალჩინოსნები რუსეთის ქმედებას შანტაჟს უწოდებენ, კრემლი კი უკრაინას პორტების "მითვისებაში" ადანაშაულებს.

დრაგიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს საერთაშორისო სასურსათო კრიზისის შემსუბუქების გზები განიხილეს. კრემლის განცხადებით, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

კომენტარები