ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან. [...] წელს 28 თებერვალს საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას. ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა გითხრათ, ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ღარიბაშვილი: 28 თებერვალს საქართველო მიუერთდა EU-ს შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე
tbl.ge/60qo
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს – სამშობლოში 160 უკრაინელი დაბრუნდა
- EU-ს ცნობით, ევროპაში სამხედრო ასაკის უკრაინელ კაცებს დამცავი მექანიზმები აღარ შეეხებათ
- ლავროვი რუბიოს განცხადებას "არც ისე ელეგანტურს" უწოდებს
- უკრაინის იერიშების ფონზე ოკუპირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- ზელენსკიმ 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა, რათა უკრაინამ კრემლს ომის დასრულება აიძულოს




