რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრემიერი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავდა

საქართველომ არ დაუწესა ეროვნული, ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი, ძალიან სწორი მიზეზით - ესაა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახები. ვთქვი, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს, რაც შეეწინაღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რომ გვიკიჟინებდით და მოგვიწოდებდით, რომ დაუწესეთ ფინანსური სანქციები რუსეთს. მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესია მოსალოდნელია, ინფლაცია ზოგ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად, მოლდოვაში 27%-იანი ინფლაციაა, ამ პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები