შრი-ლანკა

შრი-ლანკას პრემიერმინისტრი: ფინანსურ კრიზისთან გამკლავებაში ჩინეთი დაგვეხმარება

Eranga Jayawardena/AP

შრი-ლანკას პრემიერმინისტრის, რანილ ვიკრემესინგეს ცნობით, ჩინეთი კუნძულისთვის ფინანსური კრიზისთან გასამკლავებლად რამდენიმე მილიონ დოლარს გამოყოფს. 

"ჩინეთი რამდენიმე მილიონ დოლარს მოგვცემს. თუმცა ეს მაინც საკმარისი იქნება სამომხმარებლო ნივთების ან სასუქების შესაძენად. ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე საკითხზე მსჯელობს". - აღნიშნა შრი-ლანკას პრემიერმინისტრმა Financial Times-თან ინტერვიუში.  

მეზობელი ინდოეთი შრი-ლანკასა და ჩინეთის ურთიერთობას ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. ვიკრემესინგე არ იზიარებს მოლოდინს, რომ დამატებითი დაფინანსება ჩინეთიდან ინდოეთთან კავშირს გაართულებს. ინდოეთი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია - მან კუნძულს გასული წლისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.

"ინდოეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და შეგვიძლია ყველაფერი ის გავაკეთოთ, რაც ინდოეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არ აზარალებს". - თქვა მან.

შრი-ლანკა გასულ კვირას პირველი სახელმწიფო გახდა აზიაში, რომელსაც საგარეო ვალი ორ ათწლეულზე მეტია არ გადაუხდია. მან ამოწურა უცხოური სავალუტო რეზერვები, შედეგად, ქვეყანაში საწვავის, მედიკამენტების და საკვების დეფიციტი აქვთ. კუნძულს 50 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი აქვს: ყველაზე დიდი წილი კერძო ობლიგაციების მფლობელებზე მოდის, რასაც მოჰყვება კრედიტორები და ქვეყნები, მათ შორის იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.

რანილდ ვიკრესემინგე შრი-ლანკას პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ღრმა ეკონომიკური კრიზის გამო მაჰინდამ პრემიერმინისტრობის პოსტი დატოვა

ვიკრესემინგე პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, დაფინანსების გასაზრდელად აქტიურად ცდილობს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირის გაძლიერებას. შრი-ლანკა მსოფლიო ბანკიდან 4 მილიარდამდე დახმარებას ელის - პრემიერის თქმით, ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება მომდევნო თვისთვის მიღწეული იქნება. 

კომენტარები