ქართული ოცნება

კობახიძე: სოროსის ფონდის თბილისის ოფისი ომის პარტიის დანამატად არის გადაქცეული

სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, არის პირდაპირ გადაქცეული უბრალოდ ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერზე, ვანო ჩხიკვაძეზე საუბრისას. ჩხიკვაძე წერს, რომ გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის ევროკავშირის "პოტენციური წევრის" სტატუსის მინიჭება ყველაზე გონივრული ვარიანტია. 

კომენტარები