ნიკა გვარამიას პატიმრობა

გვარამია: პატიმრობა არ აღმოჩნდა რთული, როცა მორალური უპირატესობა მაქვს, არ მიჭირს

არ აღმოჩნდა რთული [პატიმრობა], იმიტომ, რომ პირველ რიგში, როგორც ვთქვი, როცა გადახარშული გაქვს, უკვე მზად ხარ. მე დიდი ხანია, გადახარშული მაქვს და მზაობა მაქვს.

ამას გარდა, მიცნობთ კარგად, ნამდვილად იცით, რომ როცა მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს. რომ გითხრათ, რომ მიხარია აქ ყოფნა, ეგრე არ არის, მაგრამ...

როგორი ვითარებაა? ციხეა რა, ჩვეულებრივი ციხეა სავსებით ნორმალური ხალხით...

ნიკა გვარამიას სატელეფონო ინტერვიუ მთავარ არხთან ციხიდან. 

კომენტარები