ლელო

ლელო ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

პარტია ლელო ინტერპელაციის წესით პარასკევს, 27 მაისს საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იბარებს. პარტიის საპარლამენტო გუნდში განმარტავენ, რომ პრემიერს კანონი ავალდებულებს ამ ფორმატში მონაწილეობას.

პარტიაში ამბობენ, რომ ღარიბაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების მთავარი მიზანია გაეცეს პასუხი კითხვას - "რამდენად არის დაცული დღეს საქართველო იმისგან, რომ არ გახდეს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად შავი ხვრელი".

"ამ საკითხზე მე გაგზავნილი მაქვს დეტალური კითხვები სახელმწიფოს სხვა და სხვა  უწყებებთან, მათ დიდ ნაწილს ჯერ პასუხები არ გაუცია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. დღეს ტრიბუნიდან მოვუწოდებთ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და პრემიერს - პარლამენტში მოვიდეს გატარებულ ღონისძიებებზე  კონკრეტული პასუხებით. დღეს, შავ ხვრელად გადაქცევა თავად საქართველოსთვის არის საშიში და ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მიღება პრემიერ მინისტრისგან." - ამბობს ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები