რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იშინგერი: ფინეთი და შვედეთი NATO-ში უნდა მივიღოთ, ერდოღანის წინააღმდეგობები დაძლევადია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ორგანიზატორი ვოლფგანდ იშინგერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი ორგანიზატორი, ვოლფგანდ იშინგერი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მართებულად მიიჩნევს.

"ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება იმ თითქმის ისტორიულ განზომილებას აჩვენებს, რომელიც ომმა ევროპის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე გაავრცელა". - თქვა იშინგერმა. 

იშინგერი აღნიშნავს, რომ შვედეთს ნეიტრალიტეტზე უარის თქმა რამდენიმე საუკუნის შემდეგ სურს, რაც ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ცვლის. მისი თქმით, შვედეთს ძალიან კარგად მოქმედი საზღვაო ფლოტი ჰყავს, რითაც ქვეყანა NATO-ს ბალტიის ზღვის კონტროლში დაეხმარება. გარდა ამისა, ფინეთმა მეორე მსოფლიო ომში უკვე აჩვენა, რომ ქვეყანას მებრძოლების ეშინოდა, რაც ჩრდილოეთ ევროპას გააძლიერებს“.

"თუ თქვენ აღიარებთ, რომ NATO სხვა არაფერია, გარდა თავდაცვის ალიანსისა და რომ არცერთ რუსს არ უნდა ეშინოდეს, რომ NATO ფინეთის საზღვრის გავლით რუსეთში შეიჭრება, მაშინ ევროპის უსაფრთხოებისთვის ეს კარგი ამბავია". - თქვა მან.

იშინგერმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილზე, რაზეც ქვეყნებმა 2008 წელს უარი მიიღეს. იშინგერის აზრით, წლების წინ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა - არა ახლა. 

"მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რეალურად უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკრაინას NATO-ში აუცილებლად შევიყვანთ. მე ამას განვიხილავდი, რადგან სხვა ვერავინ მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ომის დასრულების შემდეგ დასჭირდება". - აღნიშნავს იშინგერი.

იშინგერი NATO-ს ჩრდილოეთის გაფართოებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის დათქმებით შეშფოთებული არ არის და მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. 

"ერდოღანი სკანდივანიელების მიმართ პოზიციას შეცვლის მაშინვე, როგორც კი მას სანაცვლოდ რაიმეს შესთავაზებენ. ეს დაძლევადი საკითხია". - ამბობს იშინგერი. 


ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები 18 მაისს გადასცეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი პესიმისტურად შეაფასა. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას. 

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები