რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიბერშეტევების ფონზე, პუტინი პირობას დებს, რომ რუსეთის IT უსაფრთხოებას გააძლიერებს

ТАСС

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ბოლო დროს სახელმწიფოების მხრიდან რუსეთზე კიბერშეტევები გახშირდა, ამიტომ, მისი განმარტებით, აუცილებელია, უცხოური პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის გამოყენების შემცირებით რუსეთმა კიბერთავდაცვა გააძლიეროს. 

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სახელმწიფო ვებგვერდებზე "თავდასხმის" სიხშირე გაიზარდა. "თავდამსხმელები" ისეთ ინფორმაციისა თუ შინაარსის აქვეყნებდნენ, რომელიც ომის მიმართებით რუსეთის რიტორიკას სცდება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიბერშეტევების მთავარი სამიზნე მედია საშუალებები და ფინანსური ინსტიტუტებია. 

"სამთავრობო უწყებების ოფიციალურ საიტებზე სერიოზული თავდასხმები განხორციელდა. კიდევ უფრო ხშირია წამყვანი რუსული კომპანიების კორპორაციულ ქსელებში უკანონო შეღწევის მცდელობები". - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის, VTB-ის მომხმარებელთა ნაწილის სატელეფონო ინფორმაციამ გაჟონა, რაც მათი საბანკო ინფორმაციის დაცულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მოსკოვი საკუთარი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დიდი ხანია ცდილობს. გასულ წელს გლობალური ინტერნეტის მიღმა ოპერირებაც კი სცადა. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დაწესებული სანქციების გამო რუსეთის IT სისტემის მდგრადობას საფრთხე შეექმნა. 

კომენტარები