რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელი გენერალი მილი რუს კოლეგას პირველად ესაუბრა

მარკ მილი
CNN

აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა რუს კოლეგასთან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრა. ისინი ერთმანეთს ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდნენ.

სამხედრო ლიდერებმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, რომელიც შეშფოთების საგანი იყო და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციების ხაზებს გახსნილს დატოვებენ.

აქამდე, 6 დღით ადრე საუბარი გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის, რაც კოლეგებს შორის უკრაინაში ომის დაწყებიდან ასევე პირველი საუბარი იყო. 

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.

კომენტარები