2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი

ტომ კრუზს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

Reuters

ტომ კრუზს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა. მსახიობი ოქროს პალმის რტოთი  Top Gun-ის მეორე ნაწილის ჩვენების წინ დაჯილდოვდა. 

"სიურპრიზი! ტომ კრუზი Top Gun: Maverick-ის ჩვენების წინ საპატიო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა". 

მსახიობი კინოფესტივალზე თავისი ბოლო ფილმის, Top Gun: Maverick-ის ჩვენებაზე იყო ჩასული. 80-იანების პოპულარული ბლოკბასტერის გაგრძელება საკონკურსო პროგრამაში არ მონაწილეობს.

ოქროს პალმის რტო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც პირველად 1997 წელს, ლეგენდარულ შვედ რეჟისორს, ინგმარ ბერგმანს გადაეცა. სხვადასხვა წლებში პრიზი ჟან-პოლ ბელმონდოს, ბერნარდო ბერტოლუჩის, ჯოდი ფოსტერს, ალენ დელონს აქვთ მიღებული. 

რიგით 75-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა და 28 მაისს დასრულდება.

კომენტარები