დონაძე: მამალაძე კორუფციის სიმბოლო იყო – ივანიშვილის რეჟიმის დროს დაბრუნება სიმბოლურია

ივანიშვილის რეჟიმის დროს ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნება არის ლოგიკური, მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე. ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

კომენტარები