რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროვიზიის გამარჯვებული Kalush Orchestra უკრაინის დასახმარებლად ევროპაში ტურნეს გამართავს

Corinne Cumming / EBU

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული Kalush Orchestra უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ჯგუფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის თქმით, მათი მიზანი ასევე მუსიკაში უკრაინული ენის პოპულარიზაცია და უკრაინული კულტურის გავრცელების ხელშეწყობაა.

ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ტურნეს გამართვას, რათა თანხმა შევაგროვოთ უკრაინისთვის და მისი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ მალე ჩვენს Instagram გვერდზე დავაანონსებთ ქალაქს, სადაც კონცერტს გავმართავთ". – ამბობს Kalush Orchestra-ს წევრი, ოლეგ პსიუკი.  

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 
 

კომენტარები