17 მაისი

ბრიტანეთის საელჩო: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოში LGBT+ თემს

British Embassy Tbilisi / Facebook

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოში LGBT+ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

"დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეა. უმთავრესია ყველა ადამიანის უნივერსალური ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას LGBT+ პირების უფლებების დაცვაზე, რათა მათ ისარგებლონ თანასწორი უფლებებით და იცხოვრონ ღირსეულად და დისკრიმინაციას გარეშე. ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოში LGBT+ თემს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები