რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციების თავიდან არიდებას ვერ შეძლებს – Barron's

ვლადიმირ პუტინი

ომის დასაწყისში მკვლევართა ნაწილი მიიჩნევდა, რომ კრიპტოვალუტა რუსეთში სანქციებისგან თავის არიდების საშუალება გახდებოდა, თუმცა, უახლესი მონაცემებით, გარდა კრიპტოვალუტის ღირებულების შემცირებისა, იგი წარუმატებელია კარგი თვალსაზრისითაც - რუსეთმა კრიპტო გადარიცხვების გზით სანქციების თავიდან არიდება ვერ შეძლო.

გავრცელებულ ვარაუდს რუსეთის მიერ კრიპტოვალუტის შესაძლო ბერკეტად გამოყენებასთან დაკავშირებით ამყარებდა ისიც, რომ ორი წამყვანი კრიპტო ბირჟა, კოინბასი და ბინანსი დასავლელთა მოწოდების მიუხედავად, რუს მომხმარებლებს სრულად არ ბლოკავენ.

ყოველკვირეული ბიზნეს ჟურნალი, Barron's-ი წერს, რომ კრიპტო სამყარო ნაკლებად მასშტაბურია იმისთვის, რომ რუსეთის იმპორტ/ექსპორტის მოცულობას გაუმკლავდეს. მსოფლიოში კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით $1.5 ტრილიონია, ხოლო გასულ წელს რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა $785 მილიარდს შეადგენდა.

"აშკარად დადასტურდა, რომ კრიპტო სანქციების თავიდან არიდების ინსტრუმენტი არ არის

[...] შეუძლებელია გქონდეს საკმარისი ლიკვიდურობა იმისთვის, რომ G20-ის ეკონომიკა ერთ ღამეში კრიპტოდ აქციო". - თქვა ოლივერ ვაიმანის უფროსი მრჩეველი, მაიკლ მოსიერმა.

Crypto-to-fiat ტრანზაციებში დაახლოებით 50-მდე ბირჟა ერთიანდება, როგორებიცაა Binance, Coinbase და Kraken-ი. ისინი აქტიურად ელიან რეგულაციებს, განსაკუთრებით, თუ საქმე რუსეთის მოქალაქეებს ეხებათ. Coinbase-მა მარტში განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული 25 000 ანგარიში გაყინა, რასაც აპრილში Binance-ს მიერ ახალი დეპოზიტების დაბლოკვა და ნებისმიერი რუსი სუბიექტისთვის €10 000 ზემოთ ტრანზაქციების შეზღუდვა მოჰყვა.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტა ომის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელების პირადი გამოყენებისთვის ეფექტიანი გამოდგა. 

"ხარკოვში გუნდი გვყავს. ვფიქრობ, დამამშვიდებელია ის აზრი, რომ მათ კრიპტო დანაზოგი აქვთ". - ამბობს კრიპტო ფინანსების სტარტაპ Swarm Markets-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფილიპ ჰიპერი.

გასულ წელს უკრაინამ ვიეტნამის, ინდოეთისა და პაკისტანის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა Chainalysis-ის კრიპტოვალუტის მიღების გლობალურ ინდექსში. ომის დაწყების შემდეგ, მოქალაქეებისთვის ეს მონაცემი გამოსადეგი აღმოჩნდა. თუმცა, შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბიტკოინმა გასულ კვირაში ღირებულების მეოთხედი დაკარგა.

კომენტარები