დიდი ბრიტანეთი

კაცისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროვებად შეიძლება ჩაითვალოს – ბრიტანეთის სასამართლო

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დასაქმების ტრიბუნალმა გადაწყვიტა, რომ კაცისთვის მელოტის დაძახება სექსუალურ შევიწროვებად შეიძლება ჩაითვალოს. 

ტრიბუნალის სამმა წევრმა, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღო, ისაუბრა თმის ცვენის საკუთარ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ სიმელოტე უფრო გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შესაბამისად, აღნიშნული "შეურაცხყოფა" სქესს უკავშირდება.

1995 წლის საქმეზე დაყრდნობით, ტრიბუნალმა მამაკაცისთვის მელოტის დაძახება ქალის მკერდის ზომაზე აქცენტს შეადარა. 

ტონი ფინი ლუდისთვის ხის კასრების მწარმოებელ კომპანიაში 24 წელი მუშაობდა. იგი სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. ფინის მტკიცებით, მას სამსახურში "მელოტ ძუკნას" ეძახდნენ და ასევე, იყო მუქარის მსხვერპლი მისი ცვლის ხელმძღვანელი ჯეიმი კინგისგან.  

ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ამ შეურაცხყოფის გამოყენება "მოსარჩელის ღირსების შელახვას წარმოადგენდა... და ქმნიდა დამაშინებელ გარემოს, ეს იყო მიზანმიმართული და მოსარჩელის სქესთან დაკავშირებული".

კომენტარები