რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აშშ-ს უკრაინის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს

იგორ კირილოვი

რუსეთის ფედერაცია აშშ-ს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აგრძელებს, ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობის ბრალდების შემდეგ, პენტაგონს უკრაინაში, ხარკოვის ოლქში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს

"ჩვენ მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელიც ავლენს უკრაინის მოქალაქეებზე ფსიქიატრიულ საავადმყოფო N1-ში პენტაგონის არაადამიანური ექსპერიმენტების დეტალებს. საექსპერიმენტო პირების მთავარ კატეგორიას წარმოადგენს მამრობითი სქესის, 40-60 წლის მაღალი სტადიის ფიზიკური გადაღლის პაციენტების ჯგუფი". – თქვა რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა. 

ამას გარდა, კირილოვმა უკრაინაში სამხედრო-ბიოლოგიური პროექტების წარმოებაში გერმანიაც დაადანაშაულა.

აქამდე, რუსული სადეზინფორმაციო კამპანია აშშ-ს ბრალს სდებდა, რომ პენტაგონი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, ლაბორატორიებში ბიო-ქიმიურ იარაღზე მუშაობდა. 

კომენტარები