ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15 მაისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსები თბილისში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 14 მაისს +24, +26 გრადუსამდე აიწევს.

კომენტარები