რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრუშკო: რუსეთი ევროპაში საელჩოების დახურვას არ გეგმავს

ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, რუსეთი ევროპაში საელჩოების დახურვას არ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

"ეს ჩვენს ტრადიციებში არ ჯდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობითი ინსტუტების მუშაობა მნიშვნელოვანია" - თქვა ალექსანდრ გრუშკომ.

9 მაისს საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე გვირგვინი მხოლოდ რუსეთის ელჩმა და მისმა თანამშრომლებმა მიიტანეს, თუმცა, იქ უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტები დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. სერგეი ანდრეევს დემონსტრანტებმა წითელი საღებავი შეასხეს. 

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით", - აღნიშნა რუსეთის ელჩმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია გაჭირვებით და პოლიციის დახმარებით დატოვა.

კომენტარები