რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიმ ჩენ ინმა პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა -  ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია KCNA-ზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, 9 მაისს გაგზავნილ წერილში მან "მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა რუს ხალხს მტრული ძალების მხრიდან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხისა და შანტაჟის აღმოფხვრის საქმეში".

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ასევე წერს, რომ სწამს, "ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა ტაბილურად განვითარდება". 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთთან მჭიდრო კავშირზე უსაუბრა და პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა. თებერვალში კი კიმ ჩენ ინმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებში აშშ-სა და დასავლეთის "ჰეგემონიურ პოლიტიკა" დაადანაშაულა. 

კომენტარები