ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს თვლის მსხვერპლად, გვიკავშირდება და ამის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. დღეის მონაცემებით, ოფიციალურად ასეთი 43 000 ადამიანია დაფიქსირებული. ყველა მონაცემს ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო სასამართლოს და გაეროს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ეპიცენტრი იყო კიევის ოლქში. მე ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ და აღვწერეთ ყველაფერი დეტალურად. ჩვენ გვიკავშირდებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, მაგალითად - ხერსონიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იქაც საკმაოდ რთულადაა ვითარება. რაც შეეხება მარიუპოლს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ იქ 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ რეალური ციფრი გაცილებით მეტია. სატელიტის მეშვეობით ვაკვირდებით მარიუპოლს და ვხედავთ, თუ როგორ ასუფთავებენ მარიუპოლს და გამოჰყავთ გარდაცვლილები.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დენისოვა: ვვარაუდობდით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია
tbl.ge/5zwn
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ფორმულასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
- რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა
- უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს




