ევროკავშირი-საქართველო

მდინარაძე EU-ს კანდიდატობაზე: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი

როგორც იცით, ერთი ნაწილი უკვე შევსებულია კითხვარის, ჩაბარებულია, გადაცემულია. მეორე ნაწილი დაანონსდა, რომ ხვალ იქნება გადაცემული. მე ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი, რადგან საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით და ამას აღნიშნავდნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამას აღნიშნავდნენ ჩვენი პარტნიორები ყოველთვის. თქვენ გახსოვთ, წინა პერიოდი, როდესაც NATO-სთან, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეფორმებზე იყო ხოლმე საუბარი, საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერს რეფორმების გატარების საქმეში და ბევრი განცხადება მოგვისმენია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და NATO-სთან, როგორც ესაა დღეს. რა თქმა უნდა, ამას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ასკვნიდნენ და ასეთი განცხადებები ამიტომ კეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პერსპექტივა რეალურია, ხელშესახები. თუკი ვინმე დღეს იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სამშობლო.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.

კომენტარები