რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არცერთი არ ექნება

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ამიტომაც გავიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არცერთი არ ექნება.

ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ. ხრეშჩატიკი გამარჯვების აღლუმს იხილავს – უკრაინა გაიმარჯვებს! გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს! დიდება უკრაინას!

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.

კომენტარები