თბილისის მეტრო

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. მერიის ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს.

მერიაში აცხადებენ, რომ მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

განახლება: მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

კომენტარები