რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში

ვოლოდიმირ ზელენსკი

"ვერცერთი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ დაიმალება ბუნკერში".- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის ახალ ვიდეომიმართვაში, რომელიც ოკუპანტების მიერ კიევის ოლქში, ბოროდიანკაში ცხრასართულიანი შენობის ფონზე ჩაწერა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბოროდიანკაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობდნენ ნაციზმის დასამარცხებლად. მისი თქმით, ხალხი იბრძოდა მშვიდობისა და სიმშვიდისთვის, შვილების მომავლისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ქალაქში 24 თებერვლამდე იყო.

”წარმოიდგინეთ, აქ ადამიანებმა დაიძინეს, ერთამენთს ღამე მშვიდობისა უსურვეს, შუქები ჩააქრეს, ისინი ეხუტებიან საყვარელ ადამიანებს. თვალები დახუჭეს, რაღაცაზე ოცნებობდნენ...სრული სიჩუმეა. არ იცოდნენ, რომ ზოგი მათგანი ვერ გაიღვიძებდა."- ამბობს ზელენსკი. 

მისი თქმით, უკრაინის ქალაქებმა, რომლებიც გადაურჩნენ საშინელ ოკუპაციას, იმდენად, რამდენადაც 80 წელი არ არის საკმარისი მის დასავიწყებლად, ისევ დაინახეს ოკუპანტი და მათ მიიღეს მეორე ოკუპაციის თარიღი ისტორიაში. 

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომში ჯარისკაცები დაიღუპნენ, რათა ფაშისტური საშინელებები არ განმეორებულიყო,  მაგრამ "სხვაგვარად მოხდა და ეს უსამართლოა ყველასთვის". 

კომენტარები