რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: პირობას ვდებ, რომ უკრაინაში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დავეხმარები

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციის დროს რუსეთ–უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთმა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა იმოქმედოს. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაიანში დემოკრატიისა და გამბედაობის გამარჯვებას დაეხმარება.

საფრანგეთის ლიდერმა თქვა, რომ მისი მეორე ვადით არჩევით საფრანგეთმა მხარი დაუჭირა "დამოუკიდებლობის პროექტს დესტაბილიზებულ სამყაროში“.

"მაშინ, როდესაც ბევრმა ადამიანმა უკან დახევა აირჩია, დაემორჩილა ნაციონალისტურ ცდუნებას, წარსულის ნოსტალგიას, იდეოლოგიების სირენებს, რომლებიც თითქოს გასულ საუკუნეში მივატოვეთ, საფრანგეთის მოსახლეობამ მომავლის ნათელ გეგმას, რესპუბლიკურ და ევროპული პროექტს დაუჭირა მხარი". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს.

ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები